logo_geo
eng_logo
ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონს ორპარტიული დაფინანსების შესახებ, რომელიც უკრაინისათვის 13.6 მილარდი დოლარის სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს
- +

16 მარტი. 2022. 00:25

 

 

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონს ორპარტიული დაფინანსების შესახებ, რომელიც უკრაინისათვის 13.6 მილარდი დოლარის სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს.

 

„ახლახან ხელი მოვაწერე ორპარტიული სახელმწიფო დაფინანსების შესახებ კანონს, რომელიც უკრაინისათვის ისტორიული 13.6 მილიარდი დოლარის დაფინანსებას უზრუნველყოფს“, - დაწერა ჯო ბაიდენმა Twitter-ზე.

 

დაფინანსების შესახებ ორპარტიული კანონი 13.6 მილიარდ დოლარს მოიცავს, რომელიც მიმართულია უკრაინისა და უკრაინის მეზობელი ქვეყნებისთვის ჰუმანიტარული, თავდაცვითი და ეკონომიკური დახმარების გაწევაზე.

 

აღნიშნული რესურსები ნიშნავს დამატებით აღჭურვილობას უკრაინისთვის, ჰუმანიტარჯულ დახმარებას უკრაინელი ხალხისთვის და უკრაინის მეზობელ ქვეყნებში ამერიკული ჯარების განლაგების დამატებით მხარდაჭერას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner