logo_geo
eng_logo
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის ორგანიზაციიდან გარიცხვას მხარი ერთხმად დაუჭირა
- +

16 მარტი. 2022. 01:18

 

 

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის ორგანიზაციიდან გარიცხვას მხარი ერთხმად დაუჭირა.

 

„25-წლიანი წევრობის ისტორიის შემდეგ, ვწუხვარ, რომ ჩვენ ამის გაკეთება გვიწევს, მაგრამ მოხარული ვარ, რომ გავბედეთ. ჩვენს წევრ სახელმწიფოზე, უკრაინაზე სასტიკი აგრესია მიუღებელია. დაასრულეთ ომი ახლავე“, - დაწერა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ტინი კოქსმა Twitter-ზე.

 

მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომ ევროპის საბჭოს დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღეს და ამის შესახებ ოფიციალური მიმართვაც გააკეთეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner