ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის ორგანიზაციიდან გარიცხვას მხარი ერთხმად დაუჭირა.
„25-წლიანი წევრობის ისტორიის შემდეგ, ვწუხვარ, რომ ჩვენ ამის გაკეთება გვიწევს, მაგრამ მოხარული ვარ, რომ გავბედეთ. ჩვენს წევრ სახელმწიფოზე, უკრაინაზე სასტიკი აგრესია მიუღებელია. დაასრულეთ ომი ახლავე“, - დაწერა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ტინი კოქსმა Twitter-ზე.
მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომ ევროპის საბჭოს დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღეს და ამის შესახებ ოფიციალური მიმართვაც გააკეთეს.