logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში ჩასულ ევროპელ ლიდერებს შეხვდა
- +

16 მარტი. 2022. 10:20

 

 

უკრაინის პრეზიდენტი კიევში ჩასულ ევროპელ ლიდერებს შეხვდა. უკრაინის დედაქალაქში პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი, ვიცე-პრემიერი იაროსლავ კაჩინსკი, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი პეტრ ფიალა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრი იანეზ იანსა ჩავიდნენ.

 

„თქვენი ვიზიტი კიევში უკრაინისთვის ამ რთულ დროს, მხარდაჭერის ძლიერი ნიშანია. ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ მას“ - ასე მიმართა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მეგობარი ქვეყნების ლიდერებს. შეხვედრას ესწრებოდა უკრაინის პრემიერ-მინისტრიც.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner