უკრაინის პრეზიდენტი კიევში ჩასულ ევროპელ ლიდერებს შეხვდა. უკრაინის დედაქალაქში პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი, ვიცე-პრემიერი იაროსლავ კაჩინსკი, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი პეტრ ფიალა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრი იანეზ იანსა ჩავიდნენ.
„თქვენი ვიზიტი კიევში უკრაინისთვის ამ რთულ დროს, მხარდაჭერის ძლიერი ნიშანია. ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ მას“ - ასე მიმართა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მეგობარი ქვეყნების ლიდერებს. შეხვედრას ესწრებოდა უკრაინის პრემიერ-მინისტრიც.