logo_geo
eng_logo
აშშ-ის სენატმა ერთხმად დაუჭირა მხარი რეზოლუციას, რომელიც ვლადიმირ პუტინის, როგორც ომის დამნაშავის გასამართლებას ითხოვს
- +

16 მარტი. 2022. 10:00

 

 

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა ერთხმად დაუჭირა მხარი რეზოლუციას, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის, როგორც ომის დამნაშავის გასამართლებას ითხოვს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

 

როგორც „როიტერი“ წერს, კონგრესმა ამ გადაწყვეტილებას მხარი ერთსულოვნად დაუჭირა, რაც კონგრესისთვის იშვიათი მოვლენაა.

 

„ამ ოთახში დემოკრატები და რესპუბლიკელები გავერთიანდით იმისთვის, რომ ვთქვათ, ვლადიმირ პუტინი ვერ გაექცევა უკრაინელი ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხიმგებლობას“, – განაცხადა სენატში დემოკრატების ლიდერმა ჩაკ შუმერმა.

 

რეზოლუცია, რომელიც რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრეჰემმა წარადგინა, ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსა და სხვა ქვეყნებს მოუწოდებს, გამოიძიონ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის დროს რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულები.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner