„საქართველოს მელიორაცია“ შიდა ქართლში ტაშისკარის სარწყავი სისტემის მოწესრიგების სამუშაოებს ატარებს.
სოფელ ოსიაურის ტერიტორიაზე წყალგამანაწილებელი არხის 4-კილომეტრიანი მონაკვეთი იწმინდება. სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს. შედეგად, ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოსიაურის, გომისა და აგარების 100 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება, რაც ადგილობრივ ფერმერებს ხარისხიანი და უხვი მოსავლის მოყვანის საშუალებას მისცემს.
საირიგაციო სისტემაზე მიმდინარე სამუშაოები მარტის ბოლოს დასრულდება.