16 მარტს დილის 5 საათზე უკრაინის სამხრეთში საჰაერო სარდლობის „სამხრეთის“ საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფმა ორი რუსული Су-30 გაანადგურა. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობა Facebook-გვერდზე წერს.
„ოკუპანტმა წყვილმა სცადა შეტევა ოდესის რეგიონის ერთ-ერთ სოფელზე. საჰაერო სარდლობის საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფმა გაანადგურა ორივე თვითმფრინავი. თვითმფრინავები ჩამოაგდეს და უკრაინის შავ ზღვაში ჩავარდნენ“, - აღნიშნულია განცხადებაში.