კანზასში აკვა პარკში 10 წლის მოზარდი გარდაიცვალა. BBC -ის ინფორმაციით, გარდაცვლილი კანზასის შტატის კონგრესმენის შვილია.
მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით დადგენილი არ არის. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ბიჭი წყლის ატრაქციონზე სრიალებდა რომელსაც Verruckt-ი ჰქვია.
Verruckt-ი გინესის რეკორდების წიგნშია შესული, როგორც ყველაზე მაღალი ატრაქციონი. მისი სიმაღლე დაახლოებით 50 მეტრია, დაშვების სიჩქარე 100კმ/სთ-ს აღემატება.