logo_geo
eng_logo
ბორის ჯონსონი: მესმის, რასაც ზელენსკი NATO-ზე ამბობს - ჩვენ პუტინს ნათლად ავუხსენით, რომ უკრაინა უახლოეს მომავალში NATO-ში არ გაწევრიანდებოდა
- +

16 მარტი. 2022. 13:25

 

 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც 15 მარტს აღნიშნა, რომ უკრაინას უკვე მიახვედრეს, რომ NATO-ს ღია კარის პოლიტიკა უკრაინაზე არ ვრცელდება.

 

„გუშინ კვლავ ვესაუბრე ზელენსკის და, რა თქმა უნდა, მესმის, რასაც ამბობს NATO-სა და პოზიციის რეალობაზე. ყველა ყოველთვის ამბობდა და ჩვენ პუტინს ნათლად ავუხსენით, რომ უკრაინა უახლოეს მომავალში NATO-ში არ გაწევრიანდებოდა“, - აღნიშნა ბორის ჯონსონმა.

 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, უკრაინის მომავლის შესახებ გადაწყვეტილებები უკრაინელმა ხალხმა და მათ მიერ არჩეულმა ლიდერებმა უნდა მიიღონ.

 

„ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ პუტინის აგრესია, მისი აბსოლუტურად ბარბაროსული თავდასხმა უკრაინაზე უნდა შეწყდეს“, - განაცხადა ბორის ჯონსონმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner