„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„აღარ არის კეკლუცობის დრო და პირდაპირ უნდა ითქვას!
დღეს არსებულ მძიმე გეოპოლიტიკურ კატასტროფაში ,ქართული სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანაა - აიცილოს ომი!
ყველა ის პიროვნება თუ პოლიტიკური ძალა, რომელიც ომს ააცილებს ქვეყანას - იქნება ქართველი ერის დაკვეთის და მიზნის აღმსრულებელი!
ამის საპირისპიროდ - ყველა ის ძალა, რომელიც ცდილობს, საქართველო ჩაითრიოს ომში, ხელი შეუწყოს პროვოკაციებს და ამით საკუთარი რევანშისტული პოლიტიკური მიზნები აასრულოს (ხელისუფლებაში მოვიდეს ) - უნდა გამოცხადდეს ქართველი ერის მტრად და სახალხოდ გასამართლდეს!
- ჩვენ უნდა აღვადგინოთ სამართალი და საბოლოოდ დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი!
ჩემს ხელთ არსებული, დადასტურებული ინფორმაციით - ძალიან მალე საქართველო დადგება არჩევანის წინაშე!
პირადად ჩემთვის აბსოლუტურად მისაღებია მოდელი - პოლიტიკური ნეიტრალიტეტის გამოცხადების სანაცვლოდ, აღდგეს საქართველოს დე ფაქტო საზღვრები იმ ფორმატში, რომელიც იყო სსრკ-ს დაშლამდე (ვფიქრობ, პოსტსაბჭოთა ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა დათანხმდება ანალოგიურ წინადადებას და შეწყდება ეს საშინელი ომები)!
თუ ჩვენ შევძლებთ ამ სახელმწიფოებრივი ამოცანის შესრულებას - ცალსახაა, რომ ეს აქტი იქნება საქართველოს მიზნის აღსრულება - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა!
რასაც ახლა ვწერ, ამას არ ვწერ ჰაერზე, ეს საკითხი მალე, ძალიან მალე დადგება საქართველოს ხელისუფლების წინაშე!“ - წერს სანდრო ბრეგაძე.