logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: ძალიან მალე საქართველო დადგება არჩევანის წინაშე!
- +

16 მარტი. 2022. 14:05

 

 

„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„აღარ არის კეკლუცობის დრო და პირდაპირ უნდა ითქვას!

 

დღეს არსებულ მძიმე გეოპოლიტიკურ კატასტროფაში ,ქართული სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანაა - აიცილოს ომი!

 

ყველა ის პიროვნება თუ პოლიტიკური ძალა, რომელიც ომს ააცილებს ქვეყანას - იქნება  ქართველი ერის დაკვეთის და მიზნის აღმსრულებელი!

 

ამის საპირისპიროდ - ყველა ის ძალა, რომელიც ცდილობს, საქართველო ჩაითრიოს ომში, ხელი შეუწყოს პროვოკაციებს და ამით საკუთარი რევანშისტული პოლიტიკური  მიზნები აასრულოს (ხელისუფლებაში მოვიდეს ) - უნდა გამოცხადდეს ქართველი ერის მტრად და სახალხოდ გასამართლდეს!

 

- ჩვენ უნდა აღვადგინოთ სამართალი და საბოლოოდ დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი!

 

ჩემს ხელთ არსებული, დადასტურებული ინფორმაციით - ძალიან მალე საქართველო დადგება არჩევანის წინაშე!

 

პირადად ჩემთვის აბსოლუტურად მისაღებია მოდელი - პოლიტიკური ნეიტრალიტეტის გამოცხადების სანაცვლოდ, აღდგეს საქართველოს დე ფაქტო საზღვრები იმ ფორმატში, რომელიც იყო სსრკ-ს დაშლამდე  (ვფიქრობ, პოსტსაბჭოთა ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა დათანხმდება ანალოგიურ წინადადებას და შეწყდება ეს საშინელი ომები)!

 

თუ ჩვენ შევძლებთ ამ სახელმწიფოებრივი ამოცანის შესრულებას - ცალსახაა, რომ ეს აქტი იქნება საქართველოს მიზნის აღსრულება - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა!

 

რასაც ახლა ვწერ, ამას არ ვწერ ჰაერზე, ეს საკითხი მალე, ძალიან მალე დადგება საქართველოს ხელისუფლების წინაშე!“ - წერს სანდრო ბრეგაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner