20 აგვისტოს, საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებით, ბათუმის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრში ნანი ბრეგვაძის 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საღამოს სამზადისი დაწყებულია.
საიუბილეო საღამოს დასასწარებად საქართევლოს სხვადასხვა ქვეყნის დელეგაცია ეწვევა, მათ შორის მსოფლიოში აღიარებული უკრაინელი ბარიტონი ვიტალი ბილი, ცნობილი ვარსკვლავი, უკარაინელი სოპრანო ნატალია ტუმჩენკო, რუსი დრამატული ტენორი ვლადიმერ გალოუზინე, თამარ ივერი, მზია ნიორაძე, ბალერინა თათა ჯაში და სხვა უცოხეთიდან ჩამოსულუ სტუმრები .
კულტურის პალატის პრეზიდენტის დავით ოქიტაშვილის განცხადებით, საზოგადოება სხვა უცხოელ ვარსკვლავებზე ეტაპობრივად გაიგებს ინფორმაციას.
„ჩვენ ვუმზადებთ ბევრი სიურპიზს მაყურებელს. კიდევ ერთხელ მოისმენს ნანი ბრეგვაძის, ეკა მამალაძის და ნატალია ქუთათელაძის მიერ შესრულებულ არაერთ მუსიკალურ ნომერს. საღამო საქართველოს ეროვნული სიფმონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით გაიმართება. მუსიკალური პროდიუსერი გახლავთ მარინა ბერიძე", - განაცხადა ოქიტაშვილმა.
ღონისძიება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით ტარდება.
საღამოზე საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო სტრუქტურის, წარმომადგენლები, ცნობილი ქართველი ხელოვანები არიან მოწვეული.