logo_geo
eng_logo
კასპში ცხვედაძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო
- +

16 მარტი. 2022. 15:04

 

 

ქალაქ კასპში ცხვედაძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. პროექტის ფარგლებში ცხვედაძის ქუჩაზე მიმდინარეობს გზის საფუძვლის მოწყობა, წინამოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ  კი ასფალტის დაგება დაიწყება.

 

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან  დაფინანსდა. გარდა აღნიშნული ქუჩისა, მიმდინარეობს მიმდებარე -  ჯავახიშვილს ქუჩის რეაბილიტაციაც.  ორივე პროექტის ღირებულება 424 000 ლარს შეადგენს. სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „შარა“ ახორციელებს.

 

„საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, 2022 წელი აქტიურ რეჟიმში დავიწყეთ.  ცხვედაძის ქუჩა აუცილებელ  რეაბილიტაციას საჭიროებდა,  პროექტის დასრულების შემდეგ მოსახლეობა და ტრანსპორტი კეთილმოწყობილი გზით შეძლებს გადაადგილებას“, - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner