საინფორმაციო ანალიტიკური პორტალის for.ge-ს რედაქტორი გიორგი იაკობაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„ანუ, როგორც მივხვდი, ჩვენი ძალა იმათთან ერთობაშია, ვისაც „...ბრიუსელში, კიევში თუ ამერიკაში აქვს მცდელობები, რომ საქართველოს სახელი და სახე გააშავოს“ (სალომე ზურაბიშვილი)
ასეა?
ანუ, თანხმობა მათთან, ვინც ცდილობს „...ისე წარმოაჩინოს, ვითომცდა შიში ვამჯობინეთ ღირსებას“ (სალომე ზურაბიშვილი)
და, კიდევ ევროინტეგრაციის სამინისტრო ჩაბარდეს მათ, ვინც ლამობს „...შექმნილი საერთაშორისო ვითარების გამოყენებით საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მიღწევას“ (სალომე ზურაბიშვილი).
ასეა?!
სამჯერ მოვუსმინე ქ-ნ პრეზიდენტის გამოსვლას და მხოლოდ ამის შემდეგ დავუჯერე ყურებს.
20 წლის წინ დავიწყე იმის მტკიცება, რომ ე.წ. ვარდების რევოლუცია კრემლის პროექტი იყო. 20 წლის წინ ვთქვი (და დავწერე) პირველად, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და პრივილეგირებული „ენჯეოები“ არიან რუსეთის მეხუთე კოლონა.
ბევრი წელია აღარავინ დავობს, რომ ეს ასეა.
მაშ, „ძალა ერთობაშია“ მასთან, ვინც ოკუპანტს შემოუძღვა და ვისთვისაც ეს ქვეყანა ქვების გროვაა?
და, თანხმობა ვისთან - მკვლელებთან, მოძალადეებთან, ქურდებთან და მამაძაღლებთან?!
მე - პას!“- წერს გიორგი იაკობაშვილი.