logo_geo
eng_logo
გიორგი ანწუხელიძის შვილები: ჩვენი მამა გმირია!
- +

8 აგვისტო. 2016. 18:45



8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა.


საქართველოს ეროვნული გმირის შევილებს 7 წლის ლევანს და 6 წლის ანას მამა არ ახსოვთ, მაგრამ დედისგან იციან, რომ მამა ქვეყნისთვის დაიღუპა.


გიორგი ანწუხელიძე, რომ გარდაიცვალა ლევანი 10 თვის იყო. ანა კი, მამის გმირულად დაღუპვის შემდეგ დაიბადა.




„ჩვენი მამა გმირია", -  ასე უპასუხეს ანამ და ლევანიმ ჟურნალისტის შეკითხვას „რა იციან მამის შესახებ".


შეგახსენებთ, გიორგი ანწუხელიძემ 23 წლის ასაკში გმირულად შესწირა თავი სამშობლოს. დიდი ხნის განმავლობაში სასტიკად აწამებდნენ, დაკითხვას უწყობდნენ, აიძულებდნენ, ინფორმაცია გაეცა, თუმცა მაინც არ გატყდა. თავისი საქციელით მტერიც გააკვირვა; გააკვირვა და იმდენად გააბრაზა, რომ ცხინვალის მე-5 სკოლასთან ძმათა სასაფლაოზე ცემაში ამოხადეს სული.


გიორგი ანწუხელიძე ვაზიანის მეოთხე ბრიგადის 41-ე ბატალიონის კაპრალი იყო.


გიორგი ანწუხელიძესთან ერთად ძმათა სასაფლაოზე, ქართული დროშის ქვეშ, კიდევ 32 ჯარისკაცი განისვენებს.







 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner