logo_geo
eng_logo
მიხაილო პოდოლიაკი: უკრაინა ითხოვს ნეიტრალიტეტის განსაკუთრებულ ვარიანტს, რომელშიც იქნება უსაფრთხოების გარანტიები
- +

16 მარტი. 2022. 15:59

 

 

„უკრაინა ითხოვს ნეიტრალიტეტის განსაკუთრებულ ვარიანტს, რომელშიც იქნება უსაფრთხოების გარანტიები - არა პროტოკოლური, არამედ იურიდიულად გამართული“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

 

„რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ჩვენს პარტნიორებს სურთ, ინიციატორები იყვნენ მოლაპარაკებების პროცესში, აქედან გამომდინარეობს განცხადებები ნეიტრალიტეტის შვედურ ან ავსტრიულ მოდელზე. თუმცა ახლა უკრაინა რუსეთთან პირდაპირი ომის მდგომარეობაშია, ამიტომ მოდელი შეიძლება იყოს მხოლოდ „უკრაინული“ და ეფუძნებოდეს „უსაფრთხოების იურიდიულად გამართულ გარანტიებს“. არანაირი სხვა მოდელი ან ვარიანტი არ იქნება“, - აცხადებს პოდოლიაკი.

 

მისივე თქმით, პირველ რიგში უკრაინას უსაფრთხოების აბსოლუტური გარანტიები სჭირდება.

 

„ეს ნიშნავს, რომ გარანტიების ხელმომწერი მხარეები უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში არ იდგებიან განზე, როგორც ეს დღეს ხდება, არამედ აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ კონფლიქტში უკრაინის მხარეს და ოფიციალურად უზრუნველყოფენ აუცილებელი შეიარაღების დაუყოვნებლივ მოწოდებებს. გარდა ამისა, უკრაინას აღარ სურს, დამოკიდებული იყოს ბიუროკრატიულ პროცედურებზე, რომლებიც ფრთოსანი რაკეტებისგან ცის დახურვის ან არ დახურვის საშუალებას იძლევა. ჩვენ გვჭირდება პირდაპირი გარანტიები იმისა, რომ ცა აუცილებლად დაიხურება“, - განმარტა პოდოლიაკმა.

 

რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში დემილიტარიზირებული სახელმწიფოს ავსტრიული ან შვედური ვარიანტი კომპრომისი შეიძლება გახდეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner