logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: თავდაცვის მინისტრი საკუთარ სიყალბესა და ტყუილში დაიკარგა!
- +

8 მარტი. 2016. 10:25


 

„სიმბოლურია, რომ სწორედ „რუსთავი2" იღვწის თინა გამყალბებლოვას გადასარჩენად. რესპუბლიკური პარტიის მთავარი ფარული მოკავშირე ყოველთვის იყო და დღესაც არის „ნაციონალური მოძრაობა",  - ამ განცხადებას „პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი  „ასავალ-დასავალთან"  ინტერვიუში აკეთებს. მისივე თქმით, ხიდაშელს დღეს მხოლოდ ნიკა გვარამია და „ნაციონალური მოძრაობის" წევრები ექომაგებიან.



„თინა ხიდაშელი აგონიაშია. „რუსთავი2"-ის ეთერით მისი გამოსვლაც ამას ადასტურებს. ქალბატონი თავდაცვის მინისტრი საკუთარ სიყალბესა და ტყუილში დაიკარგა. ახლა საითაც გაქანდება, ყველგან მახეშია, რომელიც თვითონ დააგო. ისე, სიმბოლურია, რომ სწორედ „რუსთავი2" იღვწის თინა გამყალბებლოვას გადასარჩენად. რესპუბლიკური პარტიის მთავარი ფარული მოკავშირე ყოველთვის იყო და დღესაც არის „ნაციონალური მოძრაობა". ხიდაშელს დღეს მხოლოდ ნიკა გვარამია და „ნაციონალური მოძრაობის" წევრები ექომაგებიან.

 

„რუსთავი2"-ის ეთერში თავდაცვის მინისტრმა იცრუა, როცა თქვა - მუხროვანში 549 სამხედრო პირზე მეტი 2015 წლის თებერვლიდან იმყოფებოდაო. დღესაც დევს იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე ოქმი, სადაც თავდაცვის სამინისტრო ჩვენს მიერ დასმულ შეკითხვაზე - რამდენი ჯარისკაცია მუხროვანის სამხედრო ბაზარზე და იგეგმება თუ არა სპეცუბნის შექმნა - პასუხობს: 25 საგარეჯოელი ჯარისკაცია და სპეცუბნის გახსნა საჭირო არ არისო. ვეკითხები ქალბატონ თავდაცვის მინისტრს - რატომ შეიქმნა სასწრაფოდ სპეცუბანი და აღმოჩნდა, რომ ამ ნაწილში, თურმე, 549 ჯარისკაცი ყოფილა?!

 

თინა ხიდაშელმა იცრუა მაშინაც, როცა თქვა, თითქოს სპეცუბნის შექმნასთან თავდაცვის მინისტრს კავშირი არ ჰქონდა. საარჩევნო კოდექსის თანახმად, სპეცუბანი იქმნება თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნით! ის ადგენს სიას და ამ სიის სისწორეზე აგებს პასუხს. თავდაცვის მინისტრს ვპირდები, პასუხს ამაზეც ვაგებინებთ, როცა გამოძიება დასრულდება", - აცხადებს ინაშვილი.



 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner