„Air Serbia“ შეუერთდა გლობალურ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და გააუქმა ფრენები რუსეთში, უკრაინაში მისი სამხედრო მოქმედებების გამო. ინფორმაციას UNIAN ავრცელებს.
სერბეთის ამ გადაწყვეტილებით, რუსეთისთვის ევროპისკენ მიმავალი ბოლო ფანჯარა დაიხურა.
ფრენების გაუქმებასთან დაკავშირებით, თითოეულმა მგზავრმა შესაბამისი შეტყობინება უკვე მიიღო.
სანამ ევროკავშირის ქვეყნებმა დახურეს ცა რუსული ავიახაზებისთვის და ევროპელმა ავიაკომპანიებმა შეწყვიტეს ფრენა რუსეთში, „Air Serbia“-მ, კონკურენციის არარსებობის გამო, გადაწყვიტა, მეტად მრავალფეროვანი გაეხადა ფრენების შეთავაზება რუსეთისთვის. სერბების ამ საქციელს კრიტიკის ტალღა მოჰყვა. „Air Serbia“ კი დაადანაშაულეს არასამართლიანი გამდიდრების პოლიტიკის გატარებაში მილიონობით უკრაინის მოქალაქის ტანჯვის ფონზე.
სწორედ ამ ყველაფერს მოჰყვა გადაწყვეტილება, რომლითაც რუსეთი კიდევ უფრო დაშორდა დასავლეთს.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ამ დროისთვის, სერბული ავიაკომპანიის ვებგვერდზე ბილეთის შეძენა რუსეთისთვის შეუძლებელია.