logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკი: რუს ოკუპანტებს საერთაშორისო ტრიბუნალი ელოდებათ
- +

16 მარტი. 2022. 16:47

 

 

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი აღნიშნავს, რომ რუს ოკუპანტებს საერთაშორისო ტრიბუნალი ელოდებათ. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ საკუთარ ვიდეომიმართვაში საუბრისას აღნიშნა.

 

„ჩვენ გავაძლიერებთ მუშაობას ოკუპანტების პასუხისგებაში მიცემისთვის. უნდა არსებობდეს საერთაშორისო ტრიბუნალი და იქნება კიდეც ასეთი, ყველაფრისთვის, რაც მათ გააკეთეს უკრაინის, ჩვენი ხალხის წინააღმდეგ, რუსეთის ჯარების ყოველი ტერორისტული აქტისთვის ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე“, - განაცხადა მან.

 

ზელენსკიმ დასძინა, რომ სამართალდამცავებმა და უკრაინის პროკურატურამ ერთად მუშაობა უკვე დაიწყეს.

 

„მნიშვნელოვანია, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საგამოძიებო ჯგუფი იწყებს მუშაობას უკრაინაში. ისინი ჩვენს სამართალდამცავ თანამშრომლებთან ერთად უკვე აგროვებენ ყველა მტკიცებულებას ტერიტორიაზე დამპყრობლების სამხედრო დანაშაულების ფაქტების შესახებ, რათა მათ მიიღონ იურიდიული პასუხი - სამართლებრივი და კონკრეტული“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner