logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: კახა, ფარჩაკთა გამო ტემპი არ დააგდო, ყველაფერი კარგად იქნება!
- +

16 მარტი. 2022. 17:16

 

 

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„კახა კალაძეს ეუბნებიან, კიევის მერთან არ დაგირეკავსო.

 

რას ამბობთ, დავრეკე, მოვიკითხე, დახმარებაც შევთავაზეო.

 

არა, არ დაგირეკავსო.

 

დავრეკეო.

 

არა, რას გვასწავლი, ჩვენ უფრო უკეთესად არ ვიცითო?!

 

შენ რომ მეტროს ვაგონების ყიდვას აპირებ, ეგ ქარხანა ტანკებსაც ამზადებს და იმ ტანკებით უკრაინაში ბავშვებსა ჰხოცამს, გამოდის, შენა ჰხოცამო! - ეს „შედევრი“ აწყვეტილ ხაბეიშვილს ეკუთვნის, მთავარი დირიჟორი ეგ არი.

 

კახა კალაძის თქმით, თბილისის მეტროსთვის ვაგონების შესყიდვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით განხორციელდა და ყველაფერი მათ მიერ დადგენილი წესებით მიმდინარეობს.

 

მაიცა, რააა, რას გვასწავლი, ჩვენ უფრო უკეთესად არ ვიცითო?!

 

გამოდიან, აცხადებენ, ლაყბობენ, ათასნაირ ჭორს ავრცელებენ, ფულიც აოხრიათ, სრა სასახლეებიც უდგათ, სასმელ-საჭმელიც არ აკლიათ, მაგრამ ამ ბევშვებისთვის ერთი კანფეტი არ მიუტანიათ!

 

პარლამენტშიც წამოტყლარჭულან, ძაან ბრტყელებსა ლაპარაკობენ - თურმე სამშობლო და დედის ძუძუი არ გაიცვლების სხვაზედა!

 

წესია, ამ დროს მუშტები უნდა იბრაგუნო გულის ფიცარზე!

 

ახალი ამბავი... თურმე ძალა ერთობაშია!

 

კი მაგრამ, ვისთან არის ძალა ერთობაში, მილიონები რომ აოხრიათ, სრა-სასახლეებიც რომ უდგათ და ერთი კანფეტი ვერ გაიმეტეს ამ ბავშვებისთვის?!

 

აღარაფერს ვამბობ ერთ ოთახზე!

 

მადლობა, კახა, ფარჩაკთა გამო ტემპი არ დააგდო, ყველაფერი კარგად იქნება!“ - წერს გელა ზედელაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner