logo_geo
eng_logo
რატომ სცემა ნიკა მელიამ მიხეილ მაჭავარიანი გონების დაკარგვამდე?
- +

8 აგვისტო. 2016. 20:11




მორიგი ფიზიკური დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში", პარტიის ლიდერები ნიკა მელია და მიხეილ მაჭავარიანი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ნიკა მელიამ მიხეილ მაჭავარიანი გონების დაკარგვამდე სცემა. ინფორმაცია აღნიშნული ფაქტის შესახებ „მარშალპრესს" „ნაციონალური მოძრაობის" ერთ­ერთმა წევრმა მიაწოდა.


გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა 2 აგვისტოს მოხდა.


„ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ნიკა მელია და მიხეილ მაჭავარიანი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ნიკა მელიამ ფიზიკური მონაცემებით აჯობა მიხეილ მაჭავარიანს, წააქცია და წიხლით შესდგა, მაჭავარიანმა ცემის დროს გონება დაკარგა. ჩხუბში გაშველებას კონფლიქტის შემსწრე „ნაცმოძრაობის" სხვა წევრებიც ცდილობდნენ, თუმცა ნიკა მელია აფექტურ მდგომარეობაში იყო და გონდაკარგული მიხეილ მაჭავარიანის გამოხსნა გამშველებლებს ძალიან გაუჭირდათ.

 

დაპირისპირება მაჭავარიანსა და მელიას შორის ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბის უფროსი გახდა. მაჭავარიანი ნიკა მელიას საარჩევნო შტაბის უფროსად დანიშვნამ გააღიზიანა.

 

დაპირისპირება მელიასა და მაჭავარიანს შორის გახშირდა პარტიულის სიის დაკომპლექტების დროს წარსადგენი კანდიდატებისა და პარტიის ფინანსური რესურსების გადანაწილების დროსაც. „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ვერ თანხმდებოდნენ, რაც ხშირ შემთხვევაში სიტყვიერი დაპირისპირებით სრულდებოდა. თუმცა, რამდენიმე დღის წინ დაწყებული სიტვყიერი დაპირისპირება მიხეილ მაჭავარიანის სასტიკი ცემით დასრულდა.

 

 

„ნაციონალებში" ლიდერებს შორის დაპირისპირების თემა ახალი არ არის და თითოეული საკუთარი გავლენის გაძლიერებისთვის იბრძვის. ნიკა მელიამ საკუთარი გუნდი, ყოფილი ძალოვნებით ე.წ. "ზონდერებით" დააკომპლექტა და საკუთარი გავლენის გასაძლერებლად პარტიაში, „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს საპროტესტო აქცების დარბევებში გაწაფული, კარგი ფიზიკური მონაცემების მქონე პირები შეიყვანა.

 

მიხეილ მაჭავარიანი ცემის გამო პარტიულ ღონისძიებებს ვეღარ ესწრება, ფიზიკური დაზიანებების გამო, მაჭავარიანი ბოლო დროს მედიასთანაც არ გამოჩნეილა. შეგახსენებთ, რომ ფიზიკური დაპირისპირებები პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" ბოლო ერთი წლის მანძილზე უფრო მოხშირდა", - წერს „მარშალპრესი".



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner