logo_geo
eng_logo
26-წლიანი წევრობის შემდეგ, რუსეთი ევროპის საბჭოდან საბოლოოდ გარიცხეს, ჩამოხსნილია მისი დროშაც
- +

16 მარტი. 2022. 18:25

 

 

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საგანგებო სხდომაზე რუსეთი ევროპის საბჭოდან გარიცხა. ინფორმაცია ამის შესახებ ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

 

ამგვარად, ევროპის საბჭოში 26-წლიანი წევრობის შემდეგ, რუსეთს ორგანიზაციაში უფლებამოსილება შეუწყდა. მანამდე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის წევრობის შეჩერებას მხარი დაუჭირა. გადაწყვეტილება მიიღეს 216 ხმით, არცერთის წინააღმდეგ. მათ შორის, გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა საქართველოს დელეგაციამ.

 

რუსეთი ევროპის საბჭოს წევრი 1996 წლის 28 თებერვალს გახდა.

 

ამასთან, ფინეთის დელეგაცია „ტვიტერში“ ავრცელებს ფოტოს, რომ უკვე ჩამოხსნეს რუსეთის დროშაც.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner