ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
ეს დედაკაცი პრემიერს ადანაშაულებს, თითქოს ის უკრაინელებს უმტკიცებდა, ვერ გაიმარჯვებთო „არ შეიძლება, ადამიანი გაფუჭდეს!
სალომე სამადაშვილი: „საქართველოს პრემიერს დღემდე არათუ ვიზიტი არ განუხორციელებია უკრაინაში, სატელეფონო ზარიც კი არ შემდგარა ღარიბაშვილსა და ზელენსკის შორის. ეს არის ის პრემიერ-მინისტრი, რომელიც უკრაინელ ხალხს რამდენიმე დღის წინ ეუბნებოდა, რომ მათ გამარჯვების შანსი არ აქვთ იმიტომ, რომ დასავლეთის სანქციებს და კრიტიკას არაფრის გაკეთება შეუძლია რუსეთის შეკავების თვალსაზრისით. უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს ამ ომში და საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას მოუწევს პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება ყველაფერზე“.
დიახ, გაფუჭდა!
მისი ამბავი შეგიძლიათ სრულად წაიკითხოთ ჯორჯ ორუელის „ცხოველების ფერმაში“! მარჯვენა ლოყა აშკარად ჩამოედღლიზა მას შემდეგ, რაც მამუკა ხაზარაძის ბოსტანში გადახტუნდა. გახსოვთ, ფარულ ჩანაწერში რომ ღნაოდა, ფული მინდა, თავზე ვერავის დავაფსმევინებო? ჰოდა, მიიღო ფერმაში, რაც უნდოდა!
თურმე საქართველოს პრემიერ-მინისტრს ერთი ვიზიტიც კი არ „განუხორციელებია“ უკრაინაში! ეგ რა არი, არც ზარი „განუხორციელებია“!
თუ არ „განახორციელა“, როცა ეს ომი დამთავრდება, ყველაფერზე პასუხს აგებს ეს ხელისუფლება! არა, გაიგონეთ? ეს გაფუჭებული ცდილობს, ყველა მკვდარი კატა ირაკლი ღარიბაშვილს ჩამოჰკიდოს კისერზე! სადაც თოფი გავარდება, ყველგან ჩვენ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა, მა რააა!
თურმე, ღარიბაშვილი უკრაინელებს ეუბნებოდა, შანსი არ გაქვთ, ვერ გაიმარჯვებთო. ამის გატარება აღარ შეიძლება, მთავრობის ადმინისტრაციამ უნდა მიხედოს. ეს უკვე სამართლებრივი საკითხია.
ვიმეორებ: ეს დედაკაცი პრემიერს ადანაშაულებს, თითქოს ის უკრაინელებს უმტკიცებდა, ვერ გაიმარჯვებთო. ასეთი რამ იყო? რა თქმა უნდა, არ იყო, მაგრამ ახლა ისეთ დღეში არიან, საკუთარი მშობლების ჩამოხრჩობაზეც კი არ იტყვიან უარს. არ დაგავიწყდეთ, ესენი იმ ბოლშევიკების შთამომავლები არიან, ქუჩა-ქუჩა დარბაისლებს რომ აგროვებდნენ.
გაფუჭდა-მეთქი, დალპა!
დანარჩენი ჯორჯ ორუელის ნაწარმოებში შეგიძლიათ წაიკითხოთ, იქიდან გაიგებთ, რატომ აქვს ამ ქალს ეგეთი „განუხორციელებელი“ ნაკვთები“, - წერს გელა ზედელაშვილი.