logo_geo
eng_logo
პუტინი: თუ დასავლეთი ფიქრობდა, რომ რუსეთი უკან დაიხევდა, მათ არც ჩვენი ისტორია იციან და არც ჩვენს ხალხს იცნობენ
- +

16 მარტი. 2022. 19:58

 

 

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში თავის მიზნებს მიაღწევს და არ დაემორჩილება დასავლეთის მცდელობას „გლობალურ დომინირებასა და რუსეთის დაშლას“ მიაღწიოს.

 

ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთი მზად არის, უკრაინის ნეიტრალურ სტატუსი განიხილოს.

 

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნებს რუსეთის „სუსტ დამოკიდებულ ქვეყნად“ გადაქცევა სურდათ.

 

„თუ დასავლეთი ფიქრობდა, რომ რუსეთი დაიშლებოდა ან უკან დაიხევდა, მათ არც ჩვენი ისტორია იციან და არც ჩვენს ხალხს იცნობენ. ე.წ. კოლექტიური დასავლეთის თვალთმაქცური საუბრისა და დღევანდელი ქმედებების მიღმა მტრული გეოპოლიტიკური მიზნები დგას. მათ უბრალოდ არ უნდათ ძლიერი და სუვერენული რუსეთი“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner