სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით სოფლის საერთო კრებები მიმდინარეობს. სადაც მოსახლეობა პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებს თავად ირჩევს, არჩეულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს კი მერია განახორციელებს. მიმდინარე პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, ზუგდიდის მერთან მამუკა წოწერიასთან ერთად სოფელ დარჩელში გაეცნო.
ადგილობრივებმა წარმოდგენილი საპროექტო წინადადებებიდან, მათი სოფლისთვის პრიორიტეტულ პროექტები აირჩიეს.
დღეს მოსახლეობასთან კონსულტაციები დარჩელის, განმუხურის,ანაკლიის და ერგეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ხოლო დასახლების საერთო კრება ცვანეში, მოგირში, ნაჭკადუში, თიქორსა და ხურჩაში გაიმართა.
მოსახლეობასთან გამართულ დასახლების საერთო კრებას, სოფელ ხურჩაში - სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავა დაესწრო.