“საქართველოსთვის მესიჯი შემდეგია - ჩვენ უნდა გავაძლიეროთ საქართველოს მხარდაჭერა”, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატოს მინისტერიალის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
„უნდა გვესმოდეს, რომ უსაფრთხოების არარსებობის რეალობის წინაშე ვდგავართ, რომელიც გავლენას ახდენს უკრაინელ ხალხზე. ეს გამანადგურებელია მათთვის. თუმცა, ეს ასევე ზეწოლას ახდენს ჩვენს სამეზობლოში იმ ქვეყნებზე, რომლებიც ნატოს წევრები არ არიან და რისკის ქვეშ იმყოფებიან. საქართველო ერთ-ერთი ასეთი ქვეყანაა. საქართველოს თავდაცვის მინისტრი დაესწრო დღევანდელ შეხვედრას. ყველა მოკავშირემ მას ყურადღებით მოუსმინა. მან ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშე საართველო დგას, როგორც ქვეყანა, რომელმაც იხილა რუსეთის აგრესიის შედეგები. გაკვეთილი, რომელიც დღეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებიდან უნდა ვისწავლოთ, არის ის, რომ იმ ქვეყნებს უნდა დავეხმაროთ, რომლებიც რისკის ქვეშ ახლა არიან. მათ ახლა უნდა დავეხმაროთ, ვიდრე სამხედრო ინტერვენციის შემდეგ. საქართველოსთვის მესიჯი შემდეგია: ჩვენ უნდა გავაძლიეროთ საქართველოს მხარდაჭერა. უნდა გავაგზავნოთ მესიჯი, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარს არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც ვუჭერთ. ამიტომაც მოვუწოდებ ნატოს მოკავშირეებს, მხარდაჭერა აღმოუჩინონ საქართველოს და ეს ლიდერებიც მესიჯიც იყო დღევანდელ შეხვედრაზე“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.