logo_geo
eng_logo
Financial Times: უკრაინამ და რუსეთმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს 15-პუნქტიან სამშვიდობო გეგმაზე, რომელიც ცეცხლის შეწყვეტასა და რუსეთის ჯარების გაყვანას მოიცავს, თუ უკრაინა ნეიტრალიტეტს გამოაცხადებს
- +

16 მარტი. 2022. 20:41

 

 

„უკრაინამ და რუსეთმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს 15-პუნქტიან სამშვიდობო გეგმაზე, რომელიც ცეცხლის შეწყვეტასა და რუსეთის ჯარების გაყვანას მოიცავს, თუ უკრაინა ნეიტრალიტეტს გამოაცხადებს და მის შეიარაღებულ ძალებზე შეზღუდვებს დათანხმდება“, - ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი Financial Times ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

წყაროების ინფორმაციით, შეთანხმება გულისხმობს, რომ უკრაინა უარს იტყვის ნატოში გაწევრიანების ამბიციებზე და პირობას დადებს, რომ უკრაინაში უცხოური სამხედრო ბაზები ან შეიარაღება არ განთავსდება, სანაცვლოდ კი, უკრაინის დაცვის გარანტიას აიღებენ მისი მოკავშირეები, მათ შორის აშშ, დიდი ბრიტანეთი და თურქეთი.

 

გაზეთი Financial Times-ი აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებების პროცესში პროგრესი დაფიქსირდა, თუმცა ამავე დროს არსებობს ეჭვი, რომ პუტინმა, შესაძლოა, დაარღვიოს აღნიშნული შეთანხმება და დრო მოიგოს თავისი ძალების გადაჯგუფებისთვის

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner