ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ უკრაინის მიერ რუსეთის წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე ვერდიქტი გამოაცხადა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ვერდიქტში აღნიშნულია, რომ რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე 24 თებერვალს დაწყებული სამხედრო აგრესია დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს და უზრუნველყოს, რომ მისი სამხედროები ამ გადაწყვეტილების შემდეგ უკრაინის წინააღმდეგ არცერთ ნაბიჯს არ გადადგამენ.
სასამართლოს გადაწყვეტილებას 13 მომხრე და 4 მოწინააღმდეგე ჰყავდა. რუსულ მხარეს პროცესში მონაწილეობა არ მიუღია.
„ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უნდა ჩაატაროს სამხედრო ოპერაცია უკრაინის წინააღმდეგ. ამის შემდეგ საბრძოლო მოქმედებებმა უკრაინის ტერიტორიაზე იმსხვერპლა ძალიან ბევრი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე. სასამართლო აანალიზებს რაოდენ დიდია ადამიანური ტრაგედია, რაც ხდება უკრაინაში და გვანერვიულებს ის ფაქტი, რომ გრძელდება ადამიანების დაღუპვა. ასევე შეშფოთებულები ვართ, რომ ის ძალა, რომელსაც რუსეთი უკრაინაში იყენებს, ქმნის უდიდეს საფრთხეს საერთაშორისო უსაფრთხოების მხრივ. გაეროს ქარტია აკისრებს მათ ვალდებულებას, რომ შენარჩუნებული იყოს სიმშვიდე მსოფლიოში. სასამართლო აცხადებს, რომ რუსეთმა არ მიიღო პროცესში მონაწილეობა და ამ ყველაფერს აქვს ნეგატიური გავლენა. სასამართლო ვერ დგამს ნაბიჯებს, რაც უნდა გადაედგა. ერთ-ერთი ქვეყნის არ დასწრება ნიშნავს, რომ მათი არ მონაწილეობა ვერ იქონიებს სასამართლოს ვალიდურობაზე გავლენას.
სასამართლო მიუთითებს შემდეგი დროებითი ღონისძიებების შესრულებაზე: რუსეთის ფედერაციამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს სამხედრო ოპერაცია, რომელიც დაიწყო 2022 წლის 22 თებერვალს უკრაინის ტერიტორიაზე. რუსეთის ფედერაციამ უნდა უზრუნველყოს, რომ ნებისმიერი სამხედრო თუ შეიარაღებული დანაყოფი აღარ გადადგამს შემდგომ ნაბიჯებს სამხედრო ოპერაციის გასაგრძელებლად“, - აღნიშნულია ვერდიქტში.