logo_geo
eng_logo
სტოლტენბერგი: ალიანსის წევრები ერთიანი არიან პოზიციაში, რომ უკრაინის თავზე არასაფრენი ზონა არ შეიქმნება
- +

16 მარტი. 2022. 21:22

 

 

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსის წევრები ერთიანი არიან პოზიციაში, რომ უკრაინის თავზე არასაფრენი ზონა არ შეიქმნება.

 

„მოკავშირეები ერთიანი არიან როგორც უკრაინის მხარდაჭერაში, ასევე იმ საკითხში, რომ ნატომ არ უნდა განათავსოს ძალები უკრაინაში ხმელეთზე ან საჰაერო სივრცეში, რადგან ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, უზრუნველვყოთ, რომ ამ კონფლიქტის, ომის ესკალაცია არ მოხდეს უკრაინის ფარგლებს გარეთ“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

 

იენს სტოლტენბერგის თქმით, მნიშვნელოვანია უკრაინის მხარდაჭერა მოწინავე აღჭურვილობით, საჰაერო თავდაცვის სისტემებით, ტანკსაწინააღმდეგო იარაღით და სხვა სახის დახმარებით, თუმცა არა ნატოს ძალების განთავსებით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner