logo_geo
eng_logo
ჯო ბაიდენმა უკრაინას უსაფრთხოების სფეროში დამატებით 800 მილიონი დოლარის დახმარება გამოუყო
- +

16 მარტი. 2022. 21:50

 

 

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინას უსაფრთხოების სფეროში დამატებით 800 მილიონი დოლარის დახმარება გამოუყო.

 

„ეს ახალი პაკეტი უპრეცედენტო დახმარებას წარმოადგენს უკრაინისთვის. ეს შეიცავს 800 საზენიტო სისტემას, რათა უკრაინის სამხედროებმა შეძლონ თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების შეჩერება, რომლებიც თავს ესხმიან მათ ხალხს და დაიცვან უკრაინის საჰაერო სივრცე“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

 

აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსოფლიო ერთიანია უკრაინის მხარდაჭერაში და აიძულებს პუტინს ძალიან მძიმე ფასი გადაიხადოს უკრაინაში შეჭრისთვის.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner