logo_geo
eng_logo
ჯო ბაიდენი უკრაინაზე: მინდა გულწრფელი ვიყო თქვენთან - ეს ხანგრძლივი და რთული ბრძოლა შეიძლება იყოს
- +

16 მარტი. 2022. 22:17

 

 

„მინდა გულწრფელი ვიყო თქვენთან - ეს ხანგრძლივი და რთული ბრძოლა შეიძლება იყოს“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე.

 

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინას უსაფრთხოების სფეროში დამატებით 800 მილიონი დოლარის დახმარება გამოუყო.

 

აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსოფლიო ერთიანია უკრაინის მხარდაჭერაში და აიძულებს პუტინს ძალიან მძიმე ფასი გადაიხადოს უკრაინაში შეჭრისთვის.

„უკრაინას შეიარაღებას მივცემთ, რათა იბრძოლოს და თავი დაიცვას ამ რთულ პერიოდში. ჩვენ განვაგრძობთ ჰუმანიტარული დახმარების მობილიზებას უკრაინაში მცხოვრები ადამიანებისა და უკრაინიდან გაქცეული პირების მხარდასაჭერად. ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინის ეკონომიკას პირდაპირი ფინანსური დახმარებით. ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, ჩვენ გავაგრძელებთ ზეწოლას პუტინის ეკონომიკაზე, რაც მას გლობალურ სცენაზე იზოლაციაში მოაქცევს. ეს არის ჩვენი მიზანი: ვაიძულოთ პუტინი ფასი გადაიხადოს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner