„მიმდინარეობს სპეკულაციები. ოპონენტები პირდაპირ ვერ ამბობენ, მაგრამ ქვეტექსტი ის არის, რომ საქართველო ჩაერთოს საომარ მოქმედებებში“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„სამწუხაროდ, ჩვენ გვახსოვს რა მოხდა და რა მდგომარეობაში იყო ქვეყანა 2008 წელს. რამდენი დაღუპული ადამიანი, მშვიდობიანი მოსახლეობა, ჩვენი გმირი ჯარისკაცები. ჩვენი ქვეყნის 20% დღესაც ოკუპირებულია რუსეთის მიერ. გვახსოვს ისიც, როგორ გარბოდნენ ეს კონკრეტული ადამიანები, რომლებიც დღეს ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით გველაპარაკებიან. ერთმანეთს ასწრებდნენ წითელ ხიდზე. ხალხსა და საზოგადოებას არაფერი არ დავიწყებია. რაც არ უნდა სპეკულაციები აკეთონ, ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე“, - განაცხადა კახა კალაძემ.