კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესების შესახებ გაჟღერებულ განცხადებებს გამოეხმაურა. თბილისის მერმა გაიხსენა, რომ 2012 წელს სავიზო რეჟიმი რუსეთთან „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს გაუქმდა.
„2012 წელს ვინ დააბრუნა რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი? ვინ იყო საბაჟოზე ყაყაჩოებით და ვარდებით რომ ხვდებოდა რუსეთის მოქალაქეებს, მე ვიყავი? თქვენ იყავით? ვინ იყო? სააკაშვილი იყო თუ არა? შესაბამისად, ყველაფერი ნათელი და ცხადია. ამიტომ, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ სიმშვიდესა და მშვიდობას. ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“, - განაცხადა კალაძემ.