logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: 2012 წელს ვინ დააბრუნა რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი? ვინ იყო საბაჟოზე ყაყაჩოებით და ვარდებით რომ ხვდებოდა რუსეთის მოქალაქეებს? სააკაშვილი იყო თუ არა?
- +

16 მარტი. 2022. 23:51

 

 

კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესების შესახებ გაჟღერებულ განცხადებებს გამოეხმაურა. თბილისის მერმა გაიხსენა, რომ 2012 წელს სავიზო რეჟიმი რუსეთთან „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს გაუქმდა.

 

„2012 წელს ვინ დააბრუნა რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი? ვინ იყო საბაჟოზე ყაყაჩოებით და ვარდებით რომ ხვდებოდა რუსეთის მოქალაქეებს, მე ვიყავი? თქვენ იყავით? ვინ იყო? სააკაშვილი იყო თუ არა? შესაბამისად, ყველაფერი ნათელი და ცხადია. ამიტომ, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ სიმშვიდესა და მშვიდობას. ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“, - განაცხადა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner