logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე საქართველომ გამოხატა უკრაინისადმი მხარდაჭერა და თანადგომა, რისთვისაც ძალიან კარგი შეფასებები და მადლობები მივიღეთ
- +

16 მარტი. 2022. 23:52

 

 

კახა კალაძის თქმით, საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებების წარმომადგენლებს შორის კომუნიკაციის ნაკლებობა არ არის. ამის შესახებ თბილისის მერმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. უკრაინული მხრიდან კრიტიკულ განცხადებებზე საუბრისას კალაძემ აღნიშნა, რომ არ უნდა შეფასებები გააკეთოს და დეტალებზე ისაუბროს, რადგან ქვეყანა ომშია და უკრაინას მშვიდობა უსურვა.

 

„ამ შეფასებების დრო აუცილებლად მოვა და ყველაფერს შესაბამისი სახელი დაერქმევა. კიდევ ერთხელ მინდა წარმატება ვუსურვო უკრაინას, უკრაინელ ხალხს და, რაც მთავარია, მშვიდობა. ცხადია, სასიამოვნო არ არის [გაკეთებული] განცხადებები და ამას მოჰყვა რეაგირება, ჩატარდა შესაბამისი ბრიფინგი, რომელზეც ახსნა-განმარტებები გაკეთდა. საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც სანქციებს არ და ვერ უერთდება. უამრავი ასეთი ქვეყანაა, ეკონომიკურად ჩვენზე გაცილებით ძლიერი ქვეყნები არ უერთდებიან ამ სანქციებს. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე საქართველომ გამოხატა მხარდაჭერა და თანადგომა, რისთვისაც ძალიან კარგი შეფასებები და მადლობები მივიღეთ“, - განაცხადა კალაძემ.

 

დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ კრიტიკული განცხადებები არ არის სასიამოვნო, თუმცა ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო ქვეყნისა და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner