logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: კატეგორიულად მიუღებელია რუსეთის შეჭრა უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე - ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ უკრაინის მხარდაჭერისა და თანადგომის თვალსაზრისით
- +

16 მარტი. 2022. 23:53

 

 

„ძალიან მძიმეა უყურო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, ამდენი ქალაქი დაიბომბა, ამდენი ადამიანი დაიღუპა. უმძიმესი კადრების მოწმენი ვართ. რა თქმა უნდა, კატეგორიულად მიუღებელია რუსეთის შეჭრა უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე, სამხედრო მოქმედებების წარმოება, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო პრინციპებს“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს უკრაინის მხარდასაჭერად.

 

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ უკრაინის მხარდაჭერისა და თანადგომის თვალსაზრისით. ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე, იქნება ეს ევროსაბჭო, გაერო, ჩვენი მხრიდან იყო მხარდაჭერა გამოხატული კონკრეტული გადაწყვეტილებების მიმართ. ამას ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან მოჰყვა შესაბამისი რეაგირება, სადაც ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა უკრაინის მხარდასაჭერად. პარალელურად ჩვენ უნდა ვიზრუნოთ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყანაში შევინარჩუნოთ სიმშვიდე, შევინარჩუნოთ მშვიდობა. ჩვენ, ხელისუფლება ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ პირველ რიგში დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები და ჩვენი ხალხის ინტერესები“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner