„აბსოლუტურად გაუგებარია რაში სჭირდება კახა კალაძეს მოიგონოს ვიტალი კლიჩკოსთან ზარი. არ მინდა დეტალებსა და დაპირისპირებებში შესვლა, თორემ ძალიან მარტივად შემიძლია ეს დავადასტურო. ტელეფონში არსებობს ყველაფერი, მიწერ-მოწერაც და ზარებიც“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„ბავშვი ხომ არ ვარ გამოვიდე, სქრინების ფრიალი დავიწყო და ვაჩვენო საზოგადოებას ეს ყველაფერი. კლიჩკოს ინტერვიუ, რომელიც „tvპირველ“-ზე გავიდა გაუგებარი იყო შინაარსობრივადაც, თარგმანიც. ჟურნალისტიც ამბობდა, რომ გარკვეული უხარისხობა იყო და იქ კარგად ჩანს გარკვეული მიჭრილ-მოჭრილობა. არ მინდა დავიჯერო, რომ კლიჩკომ ეს თქვა. 3 მარტს, როდესაც კლიჩკოს გავუგზავნე წერილი, გადმომირეკა თვითონ და ვისაუბრეთ. ამის შემდეგაც გვქონდა საუბარი, მქონდა მიმოწერა. არ ვიცი ახლა რამდენად სწორი იქნება ჩემი მხრიდან ამის გამოტანა. მგონი ბავშვები არ ვართ, ამიტომ არაფერში სჭირდება კახა კალაძეს ამის მოგონება. მე საუბარი მქონდა ხარკოვის მერთან, საუბარი მქონდა ირპენის მერთან. მე მართლა გული მწყდება იმაზე, რაც ხდება უკრაინაში. გარდა იმისა, რომ იქ სამი წელი ვცხოვრობდი და კიევის დინამოს ღირსებას ვიცავდი, ადამიანურად მტკივა გული, როდესაც ვხედავ როგორ იბომბება ქალაქები, იხოცება მშვიდობიანი მოსახლეობა. უმძიმესია ამ კადრების ნახვა“, - განაცხადა კახა კალაძემ.