logo_geo
eng_logo
კახა კალაძე სალომე ზურაბიშვილზე: როდესაც ისმენ ისეთ განცხადებებს, რომელსაც არ იმსახურებ, რა თქმა უნდა, ეს გულდასაწყვეტია
- +

17 მარტი. 2022. 00:14

 

 

„როდესაც ისმენ ისეთ განცხადებებს, რომელსაც არ იმსახურებ, რა თქმა უნდა, ეს გულდასაწყვეტია“, - ასე შეაფასა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „იმედი lIVE“-ში პრეზიდენტის მოხსენება პარლამენტში.

 

„რაც შეეხება თვითონ პრეზიდენტის ქმედებას, მე მინდა მოვიშველიო კონსტიტუცია, რომლის დაცვაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ, პოლიტიკოსები უნდა ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე, ვინც დავიცავთ კონსტიტუციას. სხვანაირად შეუძლებელია, მაშინ რიგით მოქალაქეს როგორ უნდა მოსთხოვო კანონის დაცვა. კანონის წინაშე ყველა თანასწორუფლებიანი უნდა ვიყოთ. რა თქმა უნდა, არ იქნება სასიამოვნო მაგალითად მე, ქალაქის მერი რომ ჩავერიო თუნდაც პრეზიდენტის ან პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილებაში, ან პირიქით რომ მოხდეს. ამიტომ, კონსტიტუციაში ეს ძალიან კარგად არის გაწერილი და ყველამ პატივი უნდა ვცეთ კონსტიტუციასა და მის დაცვას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner