logo_geo
eng_logo
ავთანდილ არაბული: უნდა დავაფასოთ ხელისუფლების ღვაწლი, ჯერჯერობით ამ ბეწვის ხიდზე ისე გადიან, რომ საქართველო არ დაზარალებულა, ეს გონიერებაა, ეს სიბრძნეა
- +

17 მარტი. 2022. 01:01

 

 

„პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩვენ პირველი არ შევვარდით გაჩენილ ხანძარში. უნდა დავაფასოთ ხელისუფლების ღვაწლი ამ თვალსაზისით, ჯერჯერობით ამ ბეწვის ხიდზე ისე გადიან, რომ საქართველო არ დაზარალებულა. ეს გონიერებაა, ეს სიბრძნეა“, - ამის შესახებ აკადემიკოსმა, ავთანდილ არაბულმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება და ხალხი ყველაფერს აკეთებს უკრაინის დასახმარებლად.

 

„ყველა ევროპელმა ლიდერმა შეაფასა ჩვენი ხელისუფლების პოზიცია როგორც სწორი, რაციონალური და საკმარისი. ახალგაზრდა კაცია პრემიერ-მინისტრი და არ ვიცი, სად არის ის სიბრძნე, რომლითაც ის ხელმძღვანელობს. ერთი მხრივ სიბრძნე და მეორე მხრივ, მას აქვს მტკიცე და პრინციპული პოზიცია, როდესაც ამის გამოხატვაა საჭირო. საქართველოს ხელისუფლება და ხალხი ყველაფერს აკეთებს უკრაინის დასახმარებლად. პოლიტიკურ არენაზეც და რეალურ ცხოვრებაშიც. მარტო იმას რომ ვუყუროთ, უკრაინელების დასახმარებლად ხელისუფლება და მთელი საზოგადოება როგორ არის ჩაბმული ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვებაში, ან უკრაინელი ლტოლვილები როგორი ზრუნვის ქვეშ არიან, ჩანს, როგორი თანადგომა გვაქვს ჩვენ უკრაინელების მიმართ“, - განაცხადა ავთანდილ არაბულმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner