რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალური წარმომადგენელი, დიმიტრი პესკოვი ჯო ბაიდენის სიტყვებს ეხმაურება, რომელმაც ვლადიმერ პუტინს სამხედრო დამნაშავე უწოდა.
დიმიტრი პესკოვის თქმით, ჯო ბაიდენის კომენტარი „მიუღებელი და უპატიებელი რიტორიკაა“.
„მივიჩნევთ, რომ მიუღებელი და უპატიებელია ამგვარი რიტორიკა იმ სახელმწიფოს მეთაურისგან, რომლის ბომბებისგან მსოფლიოში ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა“, - განაცხადა კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.