logo_geo
eng_logo
ქვემო ქართლის პოლიციამ ყაჩაღობისთვის ძებნილი პირი დააკავა
- +

17 მარტი. 2022. 10:55

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ყაჩაღობისთვის ძებნილი პირი - 1977 წელს დაბადებული ვ.ვ. დააკავეს.

 

აღნიშნული პირი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის 2002 წლიდან იძებნებოდა.

 

სამართალდამცველებმა ვ.ვ., სასაზღვრო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდის“ ტერიტორიაზე, მსჯავრდებულის სახით დააკავეს.

 

დაკავებული პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner