logo_geo
eng_logo
CNN: სლოვაკეთი უკრაინისთვის „S-300“ ტიპის საჰაერო თავდაცვითი სისტემების გადაცემას აპირებს
- +

17 მარტი. 2022. 11:00

 

 

ტელეკომპანია „CNN“-ის ინფორმაციით, სლოვაკეთი უკრაინისთვის „S-300“ ტიპის საჰაერო თავდაცვითი სისტემების გადაცემას აპირებს.

 

მედიის ცნობით, სლოვაკეთი დათანხმდა აღნიშნული სისტემის უკრაინისთვის გადაცემას, რაც კიევს რუსული ავიადარტყმებისგან დაცვაში დაეხმარება.

 

„სიენენს“ ორი ანონიმური წყარო უდასტურებს, რომ სლოვაკეთს სურს, მიიღოს გარანტია, რომ „S-300“ ტიპის საჰაერო თავდაცვითი სისტემების უკრაინისთვის გადაცემის შემთხვევაში, ის დაუყოვნებლივ მიიღებს სხვა შეიარაღებას. როგორც ვარაუდობენ, სლოვაკეთი „S-300“ ტიპის საჰაერო თავდაცვითი სისტემების ნაცვლად, საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „პეტრიოტებს“ მიიღებს.

 

გერმანიამ და ნიდერლანდებმა უკვე საჯაროდ დაადასტურეს, რომ სლოვაკეთში „პეტრიოტის“ სისტემებს აგზავნის.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner