logo_geo
eng_logo
უკრაინაში ჩინეთის ელჩი: ჩინეთი არასდროს დაესხმება თავს უკრაინას, პირიქით, დაეხმარება ეკონომიკური კუთხით
- +

17 მარტი. 2022. 11:22

 

 

„ჩინეთი არასდროს დაესხმება თავს უკრაინას, პირიქით, დაეხმარება ეკონომიკური კუთხით“, – ამის შესახებ უკრაინაში ჩინეთის ელჩმა ფანს სიანჟუნიმ განაცხადა.

 

მისივე თქმით, უკრაინელი ხალხის ერთიანობა, უკრაინის სიძლიერეა.

 

„ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ განვითარებაში. სიტუაციაში, რომელიც ახლა გაქვთ, პასუხისმგებლობით მოვიქცევით. ვნახეთ, რამდენად დიდია თქვენი ერის ერთიანობა, რაც თქვენი სიძლიერეა“, – განაცხადა ელჩმა.

 

ელჩის თქმით, ჩინეთი მუდმივად იქნება უკრაინისთვის კარგი ძალა ეკონომიკური, პოლიტიკური კუთხით და პატივს სცემს იმ გზას, რასაც უკრაინა აირჩევს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner