logo_geo
eng_logo
ნინო ახობაძე: როგორ სწყურიათ ჩვენი ჩათრევა უბედურებაში და ომში ამ გარეწრებს...
- +

17 მარტი. 2022. 11:32

 

 

სამხედრო ექიმი ნინო ახობაძე მთელ მსოფლიოში და საქართველოში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„აჰა... ნელ-ნელა მოვედით აქამდეც...

როგორ სწყურიათ ჩვენი ჩათრევა უბედურებაში და ომში, ამ გარეწრებს, ამათ!!!

 

იმათაც ვკიდივართ, ამათაც!

 

ჩვენ კიდე ვდგავართ და ერთმანეთს ვჭამთ...

 

ერთი თუ დაგვცხო, ჭკუა დაუშლის თუ თანამდებობა? თუ სინდისი?

ჰოდა, ომმა გარჩევა არ იცის!

 

ჯვარი გწერიათ ყველას და შეიძლება შენს სახლს დაეცეს ჯერ, და მერე ჩემსას!

 

რა დროს მიშაა და რა დროს გრიშაა!

 

აქ რო იწელებით ზოგიერთი და აღარ იცით, როგორ დაღუნოთ კლავიატურა, იცი, რომ შეიძლება დედაშენი შენს თვალწინ ნაფლეთებად იქცეს?

 

რომ სახლი, რომელიც წლებია გიშენებია და მოგიწყვია, შენს თვალწინ ჩამოინგრეს და შენ ნანგრევებში ამოგხდეს სული?

 

რომ დამთავრდება შენი ჩვეულებრივი დღეები და დაიწყება ჯოჯოხეთი?

 

ბეწვის ხიდზე გავდივართ და იქნებ დაფიქრდეთ, სანამ თავში მოგხვდათ და გეტკინათ!

 

რა დონის ტუპოი უნდა იყო, რომ ახლა იჯდე და აქედან ეჭიმო ტიპს, რომლის კისერზე უკვე ათასობით უკრაინელის სისხლია...

 

სრულიად გულწრფელად ვამბობ: ჩემს მტერს არ ვუსურვებ ახლა ხელისუფლების ადგილას ყოფნას.

 

რა დროს „რაზბორკებია“, თქვე კრეტინებო, რა დროს ჯიბრი და ჯინიანობაა, აზრზე მოდით!

 

შვილების კუბოებს ვერ დავითვლით!

 

ეს უნდა დამეწერა მაინდამაინც?

 

ხვდებით, რა არის ომი?

 

სიტყვა „ღირსება“ შემზიზღდა, ისეთ კედლებზე ვკითხულობ უკვე...

 

ღირსებაზე მელაპარაკება და მიწისძვრის დროს ლამის ისტერიკაში ჩავარდეს!

 

38 სიცხეზე გული მისდის შიშით!

 

იწირპლება, წუწუნებს და საქვეყნო ნუგეშს ეძებს და...

 

კაფეში რომ რუსის გოგო ზის, იმას ეჭიმება!

 

ჩაჩუმდით და ილოცეთ, იმის დამპალ ტვინში რაიმე მზაკვრული ჩვენი მისამართითაც არ მოიხარშოს!

 

დებილები ესენი!

-----

ამ პოსტზე არც ერთი კომენტარი არ დაწეროთ, ეს თხოვნაა.

ცხვირაწეულებმა კი ფეხაკრეფით დატოვეთ ჩემი საფრენდეთი. ძალიან გამახარებთ. მშვიდობით იარეთ.

მეც კი გამაგიჟეს უკვე!“ - წერს ნინო ახობაძე.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner