logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, გომელაურთან კითხვები მსოფლიოში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე ქვეყანაში მართლწესრიგის უზრუნველყოფის კუთხით ექნებათ
- +

17 მარტი. 2022. 11:42

 

 

„შინაგან საქმეთა მინისტრთან კითხვები მართლწესრიგის კუთხით ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და სამინისტროში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით გვექნება,“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშლმა „ქრონიკას“ განუცხადა.

 

„რა თქმა უნდა, იქნება კითხვები, თუ როგორ ხედავს შს მინისტრი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე ქვეყანაში მართლწესრიგის უზრუნველყოფის საკითხებს. ბატონი ვახტანგ გომელაური საკმაოდ გამოცდილი კადრია. იგი არაერთ სამართალდამცველ უწყებას ხელმძღვანელობდა და დარწმუნებული ვარ, მისი ხედვები ძალიან საინტერესო იქნება როგორც ქვეყნის შიდა პროცესებთან დაკავშირებით, ასევე მსოფლიო პროცესებიდან გამომდინარე“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

 

მინისტრის საათის ფორმატში დღეს საქართველოს პარლამენტს ვახტანგ გომელაური ეწვევა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner