logo_geo
eng_logo
ხვალ გიორგი კვირიკაშვილი რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის მაჟორიტარობის კანდიდატს წარადგენს
- +

8 აგვისტო. 2016. 21:21




პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" საარჩევნო კამპანია რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის დასახელებით გრძელდება.


9 აგვისტოს, პარტიის თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი საზოგადოებას ამბროლაურის, ონის, ლენტეხის, მესტიისა და ცაგერის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარობის კანდიდატს წარუდგენს. პარტიის კანდიდატების დასახელება 20:00 საათზე, ამბროლაურში გაიმართება.


პარტიამ კანდიდატები იმერეთში, სამეგრელოში, გურიაში, მცხეთა-მთიანეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, კახეთსა და სამცხე- ჯავახეთში უკვე დაასახელა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner