logo_geo
eng_logo
რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო, ცნობილმა რუსმა ბალერინამ ოლგა სმირნოვამ მოსკოვის დიდი თეატრი დატოვა
- +

17 მარტი. 2022. 11:59

 

 

უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, მოსკოვის დიდი თეატრი ბალეტის ერთ-ერთმა ვარსკვლავმა ოლგა სმირნოვამ დატოვა და ამის ნაცვლად ის ამსტერდამში ჰოლანდიის ნაციონალური ბალეტისთვის იცეკვებს, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

 

სმირნოვამ, რომლის ბაბუა უკრაინელია, ტელეგრამზე დაწერა, რომ ის „მთელი სულით“  ომის წინააღმდეგია.

 

„არასდროს ვიფიქრებდი, რომ რუსეთის შემრცხვებოდა. ყოველთვის ვამაყობდი ნიჭიერი რუსი ხალხით, ჩვენი კულტურული და სპორტული მიღწევებით, მაგრამ ახლა ვგრძნობ, რომ გავლებულია ხაზი, რაც აქამდე იყო და რაც შემდეგ იქნება“, - დაწერა ბალერინამ განცხადებაში.

 

სმირნოვამ აღნიშნა, ის განიცდის, რადგან ხალხი კვდება, ადამიანები კარგავენ საცხოვრებლებს ან იძულებულნი არიან მიატოვონ საკუთარი სახლები.

 

„ვინ იფიქრებდა რამდენიმე კვირის წინ, რომ ეს ყველაფერი მოხდებოდა? შესაძლოა, ჩვენ არ ვართ სამხედრო კონფლიქტის ეპიცენტრში, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია გულგრილი დავრჩეთ ამ გლობალური კატასტროფის მიმართ“, - განაცხადა სმირნოვამ.

 

CNN-ის ცნობით, მანამდე რუსეთის აგრესიის საპასუხოდ, დიდი თეატრი ორმა წევრმა - ბრაზილიელმა სოლისტმა დევიდ მოტა სოარესმა და იტალიელმა მთავარმა მოცეკვავემ ჯაკოპო ტისიმ დატოვეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner