logo_geo
eng_logo
მარიუპოლისვიცე-მერი: რუსი ოკუპანტების ქმედებების შედეგად მარიუპოლში ერთი შენობაც კი არ დარჩა დაუზიანებელი
- +

17 მარტი. 2022. 12:29

 

 

„რუსი ოკუპანტების ქმედებების შედეგად მარიუპოლში ერთი შენობაც კი არ დარჩა დაუზიანებელი“, – ამის შესახებ მარიუპოლის მერის მოადგილე სერგეი ორლოვმა განაცხადა.

 

„ვფიქრობ, 80-90 პროცენტი დაბომბილია. ერთი შენობაც კი არ დგას დაზიანებების გარეშე. მთლიანადაა დანგრეული, ან დაზიანებული“, – აღნიშნა მარიუპოლის მერის მოადგილემ.

 

მისი თქმით, ქალაქში თითქმის არ მუშაობს ინფრასტრუქტურა, არ არის წყალი და მოსახლეობა ხშირ შემთხვევაში თოვლს ადნობს.

 

მერის მოადგილის განმარტებით, ქალაქს დაუყოვნებლივ ესაჭიროება ჰუმანიტარული დერეფანი.

 

„მხოლოდ ერთი რამ გვინდა – ჰუმანიტარული დერეფნის გახსნა, რომ ჰუმანიტარული ტვირთი შემოვიტანოთ. 11 დღეა, ამას ვცდილობთ. ჩვენი ბოლო ჰუმანიტარული დახმარება ოთხი დღე იყო გზაში, რუსები მას მარიუპოლში შემოსვლის საშუალებას არ აძლევენ“, – განაცხადა მარიუპოლის მერის მოადგილემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner