რიოს ოლიმპიადაზე დღეს, 8 აგვისტოს ძიუდოში -73 კგ. წონით კატეგორიაში მიმდინარეობს შეჯიბრი, სადაც 2012 წლის ოლიმპიური ჩემპიონი, ქართველი ძიუდოისტი, ლაშა შავდათუაშვილი ასპარეზობს.
ლაშა შავდათუაშვილმა პირველ წრეში დაისვენა და შეჯიბრში მეორე წრიდან ჩაერთო, სადაც კუბელ მაგდიელ ესტრადას დაუპირისპირდა, იპონით დაამარცხა და მერვედფინალის საგზური მოიპოვა.
მერვედფინალში ქართველი სპორტსმენი ჩამარა რეპიალაჯეს დაუპირისპირდა, მეტოქე იპონით დაამარცხა და მეოთხედფინალში იასპარეზებს.
მეოთხედფინალში შავდათუაშვილი შოჰეი ონოს დაუპირისპირდა, ვაზარით დამარცხდა და დამამშვიდებელ რაუნდში ითამაშებს, სადაც რუს ძიუდოისტ დენის იარცევს დაუპირისპირდება.